ქაღალდის ნავი

   ერთი კვირაა არ მიძინია წესიერად, დღევანდელ დღეს თუ არ ჩავთვლით.
სავსებით მოულოდნელად ჩემს და კიდევ ჩემი ბევრი მეგობრის ოცნებაში ამოვყავი თავი, იქ სადაც ყვითელი ტყეები სასიამოვნოდ მწველი სიცივე და ოკეანე ერთმანეთს ისე ებმის როგორც სიზმარში. დღეს დილით თვალები რომ გავახილე ვთქვი ხვალ  პირველი  დეკემბერია თქო, მერე მე რაო მიპასუხეს, არაფერი, ვთქვი მე და ავდექი, მთელი კვირის უძილობის შემდეგ კარგად გამოძინებული. შევამჩნიე რომ დაბნელებამდე სამი საათი იყო დარჩენილი და გადავწყვითე შემოდგომის ბოლო დღის სამი საათიც კომპიუტერთან არ გამეტარებინა და გარეთ გავსულიყავი ჩემს ოცნებასთან საზიარებლად.
   ეხლა აქ ვარ, ატლანტის ოკეანის  ერთ-ერთ პატარა ნავმისადომთან და ვუყურებ ტალღებს რომლებიც მოდიან , მოდიან,მოდიან სულ მოდიან , არ ილევიან, რათქმაუნდა , ისინი ხომ , ჩემთან მოდიან. წინ ვიკინგების აშენებული ოთხი ციხეა , ოთხ კუნძულზე ვუყურებ და ჯერ ბოლომდე ვერ ვაცნობიერებ რომ აქვარ , თუმცა ვხვდები, ეხლა იწყება ყველაფერი და რაცაქმამდე მომხდარა მხოლოდ შესავალი იყო. 
Image
    ზღვა, ღრუბლები და მე.   მზე  ისევ არ არის. ჰ, უკან მოვტრიალდი და დავინახე, აქ ყოფილა. მართალია, ღრუბლებს ეფარება მაგრამ აქ არის , ხო, ვხედავ რომ აქ არის. 
     წერილის ორიგინალით ქაღალდის ნავი გავაკეთე და   ოკეანეს ვაჩუქე. მადლობა გადავუხადე ნოემბერს, რომელმაც ყველაფერი შეცვალა. ყველაფერი ეხლა იწყება.  მე Ψ ისევ მოვალ. 
Image

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s