დაბრუნება

ზღვების დიადი მმართველი მოგესალმებათ.    ზუსტად 2 თვისა და 12 დღის შემდეგ, რაც დიადმა პოსეიდონმა თავის ზღვებში დაისვენა და სხვა რაღაცეებიც მოასწრო, კვლავ დაუბრუნდა ბლოგს.    გილოცავთ.  მეც მომილოცეთ.

ამ ორი თვის განმავლობაში ბევრი რამე შეიცვალა და მე, ისედაც  დიადმა  ღმერთმა განვიმტკიცე ადგილი ქვეყანასა ზედა. გავხდი თავის უფალი  სრული ამ სიტყვის მნიშვნელობით ,   იდეალური სრული არსით  და დღეს როდესაც ჩემი იდეალურობის ჯაჭვს ბოლო რგოლი შეემატა და საბოლოოდ შეიკრა ისევ აქ ვარ.

მოდით  მივყვეთ უკნიდან, რა მოხდა ამ ორი თვის განმავლობაში,   მაგალითად გუშინ კიდევ ერთხელ შოკში ჩამაგდეს ახალმა კლასელებმა და ურცხვად უარყვეს მეფე , როგორც შემოქმედი და როგორც პიროვნება , გაკადნიერდნენ და თქვეს რომ ის სულაც არარის მეფე და მის სიმღერებს რომლებიც მხოლოდ ჩემი ყურსასმენებიდან გაპარულ მაზე აქვთ მოსმენილი სრული სისულელე უწოდეს ,   ამაზე რა რეაქცია მექნებოდა  შეგიძლიად თავად მიხვდეთ .   რადგან შევეხე ახალ კლასს დასაწყისშივე, ბარემ მოგიყვებით სად აღმოვჩნდი ერთი კვირის და 1 დღის წინ.
ქ.რუსთავი სკოლა  N 18  16.09   სანამ სკოლაში შევიდოდი დიდი არაფერი ემოცია არ დამუფლებია , ჩვეულებრივ სკოლის ეზოში იდნგნენ ბავშვები ჯგუფ-ჯგუფად, ეს ახალი სკოლა იყოდა და სულ რამოდენიმე ადამიანს ვიცნობდი, ჰოდა ერთ-ერთ მათგანთან ერდად მივედი, ორივე კლასელებს ვეძებდით, ვიპოვნეთ და დავიშალეთ ( მეგობარს მარიამი ჰქვია და ამ სკოლაში ისიც არასტანდარტულ არსებად ითვლება რამე თუ მის მობილურის მთავარ ფოტოზეც კი ლგბტ და თანასწორობის დროშებია გამოფენილი, ჩემიარიყოს ისიც არატრადიციული ორიენტაციის ჰგონიათ სკოლაში).  უბნის ‘ძმაკაცებთან’ ერთად ცოტახანი ‘ ვაბირჟავე’ სკოლის ეზოში და შევედი , პირველი სართული მომეწონა მეორე აღარ , ავედით მესამე სართულზე და აქ უკვე მივხვდი სად ვიყავი და რისი შიში უნდა მქონოდა მომავლისთვის , პირველრიგში რაც თვალში მომხვდა კლასელების  ურთიერთ დამოკიდებულება იყო, ელემენტარული მისალმებაც კი ეზარებოდათ არათუ მოკითხვა და ასე შემდეგ..  კლასში რომ შევედი თვალები გამინათდა კედელზე დიდი ასოებით ‘Freddie Mercury’  ეწერე , ვიფიქრე ეგაა გადავრჩითქო, მაგრამ შენც არ მომიკვდე,  თურმე წინა წელს სხვა კლასი, სწავლობდა იმ ოთახში და ერთ ერთ მათგანს დაუწერია.  მეორე გაკვეთილიდან ფრედის ვინღა დაეძებდა ისეთები დაიწყეს. ვიფიქრე რეპი თუ მოსწონთ თუფაქს მაინც უსმინონ თქო, ეს იყო სრული შოკი ჩემთვის როდესაც უკანა მერხიდან ერთ-ერთი  თანაკლასელი წამოდგა და არც მეტი არც ნაკლები (ნაკლები ვინ შეიძლება იყოს მარა) ბედინას ტექსტების მღერა დაიწყო, ვერ წარმოიდგენთ და ნახევარი კლასი აყვა, მეორე რიგში კი გოგონები  თავის სტიქიაში იყვნენ და თუ არ ვცდები მატკუს მეტრეველს უსმენდნენ. ერთადერთ მცირე იმედს გადარჩენისთვის ერთი მომცრო გოგონა მიტოვებდა რომელიც უკანა მერხზე იჯდა და ამ ყველაფრის შემხედვარეს დამწუხრებულისახით მაგრამ მაინც ეღიმებოდა, რადგან შეამჩნია   ჩემი ‘facepalm’_ები.  მეორე დღეს  უკვე შეცდომა  აღარ დავუშვი და სკოლაშ ყურსასმენებით გამოვცხადდი , მთელი დღე ხან ჩარკვიანს ვუსმენდი ხან რედიოჰედს, შიგადაშიგ გავხედავდი წარწერას კედელზე და იმ მომღიმარ გოგონას, მეიმედებოდა, სრული ნეტარება იყო(წინა დღის ფონზე).
ამავე დღეს გავიცანი ეს მომღიმარი გოგონა რომელსაც ამ წამიდან სოფოთი მოვიხსენიებ,   სოფომ იმედები არ გამიცრუა და ის აღმოჩნდა რაც მე მეგონა (მეტიც , ბევრად მეტი ვიდრე მე  მეგონა). აღმოჩნდა რომ 8 წელი  პარალელური კლასელი იყო და არ ვიცნობდი (მაგარია)  ჩემი პირველი მნიშვნელოვანი კითხვა მისმიმართ იყო  კუბრიკის ფორთოხალი უფრო მოსწონდა თუ ბერჯესის , მან მითხრა  რათქმაუნდა ბერჯესისო, მე ისევ მოვუყევი, რომ კუბრიკის ფორთოხალმა გამიჩინა სურვილი ორიგნალს გავცნობოდი, მანკი კიდევ ერთი  დადგმა მირჩია ამ რომანის მიხედვით:   ავთო ვარსიმაშვილის მექანიკური ფორთოხალი. რომელმაც რათქმაუნდა არ გამიცრუა იმედი და ძალიან კარგი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. პრინციპში ამის შემდეგ არც მიკითხავს რაიმე ჩემთვის მნიშვნელოვანი , ყველაფერი გასაგებია , ყველაფერი იდეალური მარტივია. გაცნობიდან მესამე დღეს first kiss გვქონდა, რამოდენიმე დღეში კი კლასელებმა დაგვწვეს რომ ერთად ვიყავით რადგან ორივე ჩალურჯებული ტუჩებით გამოვცხადდით სკოლაში.  ეს ის ბოლო რგოლია  დასაწყისში რომ ვახსენე.
რა მოხდა სკოლამდე,   სკოლამდე შემიყვარდა 3 სიმღერა რომელსაც გამუდმებით ვუსმენ (რიგრიგობით)  ირაკლი ჩარკვიანი- ვიცი რომ ,  სერგი გვარჯილაძე- artificial love   და michelle featherstone- coffee and cigarettes.  განსაკუთრებული დამოკიდებულება გამიჩნდა თათას მიმართ, კიდევ უფრო მეტად შემიყვარდა ჩემი მეგობრები  და 1-2 გავაქრე (ან გავალაითე) ჩემი ღვთებრივი ცხოვრებიდან.
როგორ გავხდი ღმერთი:    ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს  როდესაც რატომღაც მოწყენილი ვიყავი, დავფიქრდი ჩემს ყოველდღიურობაზე, რაც საშინლად არ მომწონდა, ამ ფიქრის დროს შემომეცნობიერა, რომ  ჩემს გარშემო პრობლემების რაოდენობა  0 იყო,  ისევე როგორც წინაღიბების და მივხვდი,მქონდა აბსოლიტური თავისუფლება მეკეთებინა ის, რაც თავში წამომივლიდა, დავიწყე კიდეც ასე მოქცევა და შედეგმაც არ დააყოვნა, 2 დღის შემდეგ ისევ თვითკმაყოფილი ვიყავი. ყველაფერი გამომდიოდა რასაც ვაკეთებდი და ყველაფერს ვაკეთებდი რაც მინდოდა,  გარდაამისა საოცრად გამიაქტიურდა გონება , თითქოს რამოდენიმე აბი ექსტაზი მქონოდა დალეული ,   ერთ ადგილას ვერ ვჩერდებოდი , იდეები მაწვებოდა , ვაკეთებდი  რაც მინდოდა როგორც მინდოდა , როცა მინდოდა და ხელს არავინ და არაფერი არ მიშლიდა.  ვიგრძენი რომ ვიყავი თავისუფალი , ყოვლისშემძლე არსება რომელსაც უკვე ცურვაც შეეძო რადგან ზღვაზე იყო და აქ მე როგორც პოსეიდონი წყალს დავეუფლე , ჩემს შავი, ლურჯ ზღვას.

ამ სულიერ არზევებას თან დაერთო ფიზიკური გამშვენიერებაც, სასწაულისამებრ დავიკელი 7  კილოგრამი (წინასწარი გათვლის გარეშე, არავითარი დიეტა არავითარი ვარჯიში) , გადავიპარსე თმა რაც ყველა ვარცხნილობაზე მეტად მომიხდა, მოვუშვი წვერი, ვიყიდე ტანსაცმელი (ცხოვრებაში პირველად ის რაც მომწონდა და მინდოდა და არა ის რასაც სკოლა ან სხვა რამ მავალებდა)გამოვედი საზოგადოებაშ გავაქტიურდი და გარკვეულ წრეებში საკუთარი ადგილი დავიკავე, თუმცა ისევ არ ვეკუთვნი არაფერს, ისევ ინდივიდი ვარ ყველაფრისგან დამოუკიდებელი და ყველასგან განსხვავებული
ასე ჩავამთავრე ზაფხული და  თამამად შევხვდი შემოდგომას როგორც   იდეალური არსება ,   დიდი სამეულის წევრი, დიადი ღმერთი პოსეიდონი.

Now I’m here
Now I’m wanted
Now I’m good friend
Now I’m Boyfriend
Now I’m son & bro.
Now I’m FREE
Now I’m ruler
Now I’m The God
Now I’m Poseidon
Right Now I am fucking PERFECT.

Image

3 thoughts on “დაბრუნება

  1. თუმცა ისევ არ ვეკუთვნი არაფერს, ისევ ინდივიდი ვარ ყველაფრისგან დამოუკიდებელი და ყველასგან განსხვავებული
    ასე ჩავამთავრე ზაფხული და თამამად შევხვდი შემოდგომას როგორც იდეალური არსება , დიდი სამეულის წევრი, დიადი ღმერთი პოსეიდონი.

  2. განსხვავებული ხარ და ძაან მაგრად “მევასები” პოსეიდონ.
    პოსტი კაი იყო, მომეწონა.
    წარმატებები.

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s