მიყვარს მე პარასკევი :3

    გამეღვიძა 9:10 ზე,  პირველი ვინცგამახსენდებოდა რათქმაუნდა ნატალი იყო,   მივწერე  და გავაგრძელე ძილი,  პასუხი იყო მოკლე და კონკრეტული,      შემდეგ კიდევ       მივწერე და დავიძინე,  ასე რამოდენიმეჯერ განმეორდა,   მაღვიძებდა მისი პასუხები   ეს, ჩემს სახესე ღიმილს წარმოშობდა, მაგრამ   ახლად დაბადებულ ღიმილს ჩემს სახეზე   ტექსტი შლიდა, რომელიც  ლაკონური და ცივი იყო,  ნატალისაგან მეტისმეტად უჩვეულო,  შემდეგ დავუშვი მინი შეცდომა რომელსაც არ ვნანობ მაგრამ მაინც შეცდომა იყო.   (პოსტი ნეგატიური განწყობით დავიწყე მაგრამ  ეხლა საბამ მომწერა   მაგარი კაცია რა   ჰო ვაგრძელებ)    ერთისიტყვით  ნატალის ლაკონურობისგან დაგრუზული  2 საათზე ავდექი, გადავივლე და ნიტას მივწერე,  :3   მემეგონა უნივერსიტეტში იყო, თურმე მასაც 2 საათზე გაუღვიძია,    ნუ მოვიკითხე   და ვილაპარაკეთ როდისუნდა შევხვედროდით, იმიტომ რომ აუცილებლად უნდა შევხვედროდი, :3    მერე  გავხსენი ჩემი  შვილობილი ლეპტოპი და რუსკა ვნახე შემოსული, რომელიც საუკუნე არმინახავს გამწვანებული,  მერე იმას მივწერე და გავედი ცოტახანი, ახალ სადგომ ადგილას ‘მერიასთან’ ველოდე  და გამოჩნდა როგორციქნა,  მაგრამ ეფექტი მოახდინა ვიღაც სიმპატიური ბიჭი ახლდა, რომელსაც მთელი ქუჩა უყურებდა,  ნუ ცოტახანი ვიბოდიალეთ,   რაღაც სურათები გადაიღეს  ლეგენდადქცეულ კედელთან :დ   და წავედი მე ცურვაზე,    ეს იყო განმუხტვა იმ მდგომარეობის, რომელიც  ლაკონურობამ შემიქმნა.    წყალში ძალიან დავიღალე, ნახევარ საათში  ამოვხტი აუზიდან,   თურმე იმ დატვირთვით ვარჯიშსაც რომლითაც მე ვვარჯიშობ გადაჩვევის მერე ტკივილი სცოდნია,     შხაპი,   შხაპის დროს ვფიქრობდი   ბევრს,  წ, არა ბევრი დრო არ მქონია საფიქრელად,  მაგრამ მაინც ვფიქრობდი, რა შეიცვალა ამას მივხვდი მოგვიანებით    …
       გამოვედი  გარეთ    მივწერე ნიტას გამოსულიყო   ასეთქვა ნახევარსაათში მანდვარო ფეხები მტკიოდა და ნელა წავედ სადგომ ადგილას  იქც მეჩვენებოდა რომ დიდი ხანი ველოდე  მაგრამ ნიტა რომ მოვიდა  ზუსტად ნახევარისაათი იყო გასული  და არვიცი რატომ გაიწელა დრო ასე ძალიან ჩემთვის:/  ხო სანამ ნიტას ველოდებოდი   არაამქვეყნიური სილამაზის გოგომ გაიარა ქუჩის მეორე მხარეს   ფეხებზე რომ შევხედე გავშრი მაღლაახედვა აღარ მინდოდა  საერთოდ ფეხები ჩემი სუსტი წერტილია შორიდან სახეს რომ შევხედე სკამიდან გადავვარდი თუმცა ეხლა ვერ ვიღდგენ მის სახეს ჩემს მეხსიერებაში     მიუხედავად ასეთი ეფექტისა არ დამამახსოვრდა იმიტომ რომ სხვაზე  იმმომენტში უკვე სხვებზე ვფიქრობდი     ნიტას ისეველოდებოდი რამდენიმეჯერ სხვაში ამერია ბოლოს გამოჩნდა    მომღიმარი და სიცოცხლითსავსე   მიყვარს როდესაც ადამიანიდან პოზიტივი მოდის  ამის საუკეტესო გამოხათვა გულწრფელი ღიმილია რომელიც ადამიანის  დანახვისას გაუფლება   იმ მომენტში  მეც  და ნიტაც  ვიღიმოდით   ხო მახსოვს ნატალის რიმილი მე  ‘ღიმილი რომელიც მენატრება’   წავედით მე და ნიტა სადღაც  რახაც შენობის უკან   მან მომიყვა წინადღის ამბები  და კიდევ რაღაცეები ამდროს და მერეც  მე ჩუმად ვიყავი    ხო გაისმა ნატალის ზარი     ოღონდ ნიტას ტელეფონზე    გამიხარდა  გავედით ჯანდაბიდან და ვნახეთ ნატალი   რმელიც ლამაზი ა  მაგრამ არჯერა   წავედით  ე.წ პარკში     ნიტამ  რამე განსაკუთრებული ადგილი მოინდომა  ამდროს გამეღიმა ვიცოდი სადაც წავიდოდით      ხე         ბევრი სიარულის მერე მივედით ხესთან     ნატალიმ ხაზიგაუსვა რომ ზამთარში უფრო ლამაზი იყო  მარტოდმდგარი ხე      რთულია არ დაეთანხმო    ხო ნატალი რომ ვნახეთ მის მერე სულ ის ლაპარაკობდა    ლაპარაკობდა ყველაფერს    გამოხატავდა ყველაფერს ყველა სიტყვაში ემოცია იგრძნობოდა   საოცრად გახსნილი   იყო და ყველაფერს გულიდან ამბობდა  ყველა ემოცია ყველა სიტყვა ყველა მიმიკა ნამდვილი ქონდა   ის ის ნატალი იყო რომელსაც მე ვიცნობ    ნატალი ჩემთან ყოველთვის ეგეთია   ნიტასთანაც   მომწონს ვგიჟდები მასზე  საოცარი ადამიანია     მერე ნიტა მ ილაპარაკა ცოტა მე ვუსმენდი მათ დიალოგს  თითოეულ სიტყვას ვიმახსოვრებდი   შემდეგ ეს სიტყვები ცრემლებმა გაფანტეს  ჩემმა ცრემლებმა რომელიც არავცერთს დაუნახავს    რომელიც იქ იყო გულში   მე ვიგრძენი რომ ბედნიერი ვიყავი ჩემს გვერდით ასეთი ადამიანები რომ იყვნენ  მე მეშინია   ხვდებით ალბათ რისიც    შემდეგ თემები გაუბრალოვდა  ცოტა გოგოებს დალევა მოუნდათ   სიგარეტიც გათავდა:/   თითქოს დღე აქუნდა დასრულებულიყო   ველში მარტო მდგარი მუხის ქვეშ მაგრამ ეს ხომ ნატალია  წაგვიყვანა   არყის ტყეებისკენ   მე იქ უკვე ნამყოფი ვიყავი მაგრამ მაშინ არაფერი მიგრძვნია   ეხლა კი  გზად გვირილები დაკრიფა ნიტამ      შევედით  შუაში   თვალები დავხუჭე და გავახილე და დავინახე  მივხვდი რომ  რაღაც საოცრებას ვხედავდი   ამ საოცრებას კიდევ 2 ადამიანი ამშვენებდა   and this moment  i swear we are infinite     ნატალი დაჯდა   თავს ისე გრძნობდა როგორც სახლში    ნირვანა ჩართო   დააყოლა რომ აქმოსვლისას ყოველთვის    იქ მოსმენილი არცერთი სიტყვა არ დამამახსოვრდა გარდა 2 ფრაზისა    ‘ შეცდომაა ყველა ადამიანი და ყველა მოვლენა შეცდომაა   არარსებობს ბოლოს მაინც იქნება რაღაც რაც ყველაფერს ცუდისკენ შეცვლის’  და კიდევ  ‘ კამათლის ექვსივე მხარეს განსხვავებული ადამიანი იყო მაგრამ მაინც ჰქონდათ მათ რაღაც საერთო  მიზანი, ხასიათის თვისება  და ა.შ.’     ნატალის  ეს სიტყვები გულზე მესობოდა იმიტომ რომ მეც იმ შეცდომებში ვიყავი და  კამათელზე მყოფი ადამიანებთან საერთო მეც მექნებოდა     მეკი მინდა რომ სხვა ვიყო   სამუდამო მისთვის  მინდა რომ არაუშვა შეცდომები რომელიც მას დამაკარგვინებს   და მე ამას შევძლებ      ნიტა   ნიტა გაოგნეული იყურებოდა და  თავი სამოთხეში ეგონა    თქვა იქ ჩაავდგათ სახლი    წარმოიდგინე დილით ყავით და სიგარეტით ხელში რომ გამოდიხარ და ამ საოცრებას ხედავ ო      აქ დაიბადაა იდეა რომელსაც მე მჯერა რომ განვახორციელებ  დილის ეფექტი   შესანიშნავი იქნება   აჰა კი    მთელი ღამე ლაპარაკი შემდეგ მაქსიმუმ 2 საათიანი ძილი და დილის ეფექტი   მმ   კი მე ამას გავაკეთებ     აუცილებლად      ნიტა სამოთხეში იყო  მე დავიფიცე რომ  ესორიარსება  სამუდამოდ ჩემი  იქნებოდა   ნატალი კი სახლში იყო  მყუდრო და საყვარელ სახლში.  აქ დამთავრდა დღე რომელიც არ დამავიწყდება  დღე რომელშიც ბევრი ემოცია იყო   დღე რომელიც ვიგრძენი  და იცით ყველაზე მეტად რა გამიხარდა    ნატალიმ იგრძნო რომ მე  ეს დღე ვიგრძენი და მითხრა რომ დღეს პოსტს დავწერდი   ხო  ნატალიმ დამიბრუნა პოსეიდონი მან დამაბრუნა აქ      შემდეგ წამოვედით    ხო კიდე იყო რაღაც     2 საოცარი ‘ნივიჟუ’ რომელიც ნატალიმ   ერთი გამოსირებულის ძმაკაცებს აჭამა    ამან ნიტაც მეც და თვითონ ნატალიც ძალიან გაგვამხიარულა და კარგად გაგვხადა  ნიტას უხაროდა რომ ნატალი გაიზარდა  ნატალის უხაროდა რომ ნატალი გაიზარდა  მე მიხაროდა რომ მათ უხაროდათ კიდევ გამოვიცანი ერთი რაღაც    ნატალი ნიტას   იცი ახალგაზრდობაში დედაჩემი   ვის გავდა  ?   ( ოდრის  ვფიქრობ მე)   ოდრი ჰეპბერნს   ამბობს ნატალი   აჰამ  კმაყოფილს მეღიმება   და ვაგრძელებთ გზას 

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s