აივანზე ვიჯექი, კომფორტულ სავარძელში, თხელი პლედით, ფეხები იატაკზე

აივანზე ვიჯექი, კომფორტულ სავარძელში, თხელი პლედით, ფეხები იატაკზე გაგებულ რბილ, წითელ ხალიჩას ეხებოდა.  მახსოვს, ერთ დროს,  ეს ხალიჩა,  შპალერის მაგივრობას წევდა ,ნათხოვარი სახლის კედელზე.  ამაზე ფიქრები გორდება და  იქ ვბრუნდები, დროში რომელზე ფიქრისასაც პირველრიგში დედაჩემის ცრემლები მახსენდება… მხოლოდ ღამით ტიროდა, მე და ჩემს დას რომ არ დაგვენახა,  არც არასდროს დამინახავს და არც არასდროს მიგრძვნია… მხოლოდ ეხლა ვაცნობიერებ  რა შეიძლება ეგრძნო მას  იმ დროს.
ვბრუნდები, მაგრამ ფეხი ისევ იმ ხალიჩაზე მიდგას, აქვარ  და არც ეს ხალიჩა მიდის არსად, ჩემთან  რჩება როგორც იმ წლების ტკივილი…

Leave a comment